3 – 4 დეკემბერს კასპში ოლიმპიურ ტაეკვანდოში პირებსა და კადეტებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ურეკის და ოზურგეთის ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა მიიღეს , საუკეთესოდ იასპარეზეს და შინ ერთი ოქრო და ოთხი ბრინჯაო წამოიღეს.
ვიკა ლაბარტყავამ შეჯიბრში ( 33კგ) _ I ადგილი მოიპოვა, ნიკოლოზ ლაბარტყავამ ( 25 კგ) _ III, ლუკა გურასაშვილმა ( 33 კგ) _ III, ლუკა გუჯაბიძემ ( 24 კგ) – III, გეგა გობრონიძემ ( 29 კგ) – III, ია მჟავია, ( 37 კგ) – III.
საქართველოს ჩემპიონატში სულ 160 სპორტსმენი მონაწილეობდა. ოზურგეთელი ბიჭების და გოგოების გამოსვლა ასპარეზობაზე წარმატებული იყო.
ოზურგეთელი სპორტსმენები შეჯიბრისთვის ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს.
ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.