27 – 30 ნოემბერს ბორჯომში, ძიუდოში, ჭაბუკთა შორის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ასპარეზობაში გარდა საქართველოსა, ისრაელის, უკრაინისა და აზერბაიჯანის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა, ძიუდოს სექციის სპორტსმენემბა.

ოზურგეთელი ჭაბუკები შინ სამი, ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
გიორგი ხუციშვილი 50 ( კგ) – III
გიორგი ბუკავაძე 50 ( კგ) – III
საბა ქურასბედიანი 55 ( კგ) – III

გუნდი ასპარეზობისათვის მწვრთნელებმა: დიმიტრი ტუღუშმა, დავით ჩიკაშუამ და გოჩა ბურჭულაძემ მოამზადეს.




































































