ოზურგეთის და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოების მშვენება, ექიმი, რომელმაც ნახევარი საუკუნე მხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობის სამსახურს მოახმარა, დღეს იუბილარია _ ნანა ტრაპაიძე 80 წლისაა და კლინიკა „მედალფაში“ წარმატებით განაგრძობს მუშაობას!
მუდამ ადამიანებზე მზრუნველი და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის უყოყმანოდ ამღები, სიცოცხლის გადარჩენისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ, ვაქცინაციაში ჩაერთი და 79 წლის ასკში უყოყმანოდ აიცრა!
გასულ წელს, სტატიაში, რომელიც ნანა ექიმს მივუძღვენით, ვწერდით:
„როცა ექიმს სიკვდილის ყოველ ჯერზე დამარცხება შეუძლია, ექიმი, რომლის დიაგნოზი მუდამ უტყუარია, ექიმი, რომლის სახელი თითქმის ნახევარი საუკუნეა ოზურგეთის, გურიის და სრულიად საქართველოს სამედიცინო სფეროს ამშვენებს, მალე 80 წლის გახდება!“
და ეს დღეც, 24 სექტემბერი დადგა!
„გურია ნიუსი“ განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს ქალბატონ ნანას, რჩეულ და დამსახურებულ, ამაგდარ ექიმს იუბილეს! ჯანმრთელ, ბედნიერ სიცოცხლეს და თავისი უსაყვარლესი საქმის კვლავ წარმატებით კეთებას ვუსურვებთ!
[sexy_author_bio]