საქართველოს ნაკრები გუნდი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ( 2-4 ივლისს) დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე გამოდის.
ასპარეზობაში ოზურგეთელი გიორგი თოხაძეც (55კგ) მონაწილეობს.
გიორგი უკვე ფინალშია, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
თოხაძემ რუმინელ მიჰაის 12 : 3 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ავტორი: გიორგი გირკელიძე