განათლების კოალიციისა და „ლიბერთის“ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრემიის – „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები ცნობილია – ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკა“ ავრცელებს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ცნობილია 11 ფინალისტის ვინაობა. ფინალში მოხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
პრემიის მიზანი ვეფხისტყაოსნის საინტერესო და გამორჩეული სწავლების მიდგომების, მეთოდებისა თუ სასწავლო პროექტების გამოვლენა და მათი ავტორი პედაგოგების წარმოჩენაა.