ოზურგეთელი მკლავჭიდელი ანრი სურმანიძე ევროპის ჩეპნიონია! – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
“მოლდოვაში 9 – 12 ივნისს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენმა ანრი სურმანიძემ ევროპაზე ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა!
I ადგილი
ანრი სურმანიძე (90 კგ მარცხენა მკლავი ).
ანრისთვის ეს პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი იყო და მან ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვა.
ასევე ევროპაზე ოზურგეთიდან საბა ეზიეშვილმა ( 60 კგ მარცხენა მკლავი) იასპარეზა. მისთვისაც ასეთი მასშტაბური ბრძოლა პირველი იყო. მან ფაქტობრივად მოგებული, ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა დათმო და შინ ბრინჯაოს გარეშე გაბრუნდა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით საბამ დიდი გამოცდილება მიიღო და იმედს ვიტივებთ, რომ ის მომავალში მედლით დაგვიბრუნდება.
ევროპაზე, მოლდოვაში იმყოფება კიდევ ერთი ოზურგეთელი დაჩი ჩხაიძე (60 კგ მარცხენა მკლავი) ის დღეს იბრძოლებს და წარმატებებს ვუსურვებთ დაჩის!”_ ნათქვამია ინფორმაციაში.