ოზურგეთელი მოჭოდავე ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონია!
ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი საიად ნაგჰიზადე დაამარცხა.
ინფორმაციისთვის, ევროპაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ( ბერძნულ – რომაული სტილი) ოთხი სპორტსმენი ასპარეზობდა.
ერეკლე თავბერიძემ ნახევარფინალში თურქი მელიჰ იეგინი დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ საიად ნაგჰიზადე.ევროპაზე მყოფმა რეზი გუჯაბიძემ და ლუკა ფუფიამ კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.