ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ოზურგეთელმა მოჭიდავემ იური ლომაძემ 72კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა. მეორე ადგილზე ნიკა ბროლაძე გავიდა აჭარადან, ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები გახდნენ გიორგი ჩხიკვაძე სენაკიდან, ხოლო მიშიკო ალექსანდრია ხობიდან.
































































