ცნობილი გახდა, რომ 2024 წელს, ფიფას საერთაშორისო მსაჯების სიაში იქნება 18 ქართველი მსაჯი.
მათ შორის, ერთი ქალბატონი, ოზურგეთელი მზევინარ (მზეკო) შარაშენიძეა. მან საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის (ფეხბურთი) სტატუსი მოიპოვა.
სოფო წულაია საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტი გახდა. შესაბამისად, ორამდე გაიზარდა ქართველი ქალი არბიტრების და სამამდე ქართველი ქალი ასისტენტების რაოდენობა, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა რიგებში.
ამასთან, პირველად ისტორიაში, ორმა ქართველი მსაჯმა, გიორგი ავაზაშვილმა და ალეკო აფციაურმა, საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯის სტატუსი მოიპოვა.
2024 წლისთვის ფიფას ქართველი მსაჯების სრული სია ასეთია:
საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები:
გიორგი ყრუაშვილი
გოგა კიკაჩეიშვილი
ირაკლი კვირიკაშვილი
თეონა სტურუა
მზევინარ შარაშენიძე
საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები:
ლევარ ვარამიშვილი
ზაზა ფიფია
დავით ახვლედიანი
დავით გაბისონია
დავით ჩიგოგიძე
გიორგი ელიკაშვილი
სოფო წულაია
ხათუნა მაისურაძე
ქეთევან გაიპარაშვილი
საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯები გახდნენ გიორგი ავაზაშვილი და ალეკო აფციაური
საერთაშორისო კატეგორიის ფუტსალის მსაჯი
ზვიად ბლიაძე
ბიჩსოკერის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი:
კახა ვასაძე
„გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა მზეკო შარაშენიძის წარმატებების შესახებ და გულშემატკივრობდა მას.
ვულოცავთ ამ დიდი მიღწევას და ვუსურვებთ კვლავ წარმატებებს!
ავტორი