ოზურგეთელი ნიკოლოზ ცეცხლაძე ამერიკის სავაჭრო პალატის სტიპენდიანტია.
ნიკოლოზმა დაამთავრა ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლა, დაამთავრა ოზურგეთში ამერიკული 2 წლიანი პროგრამა ENGLISH ACCESS MICROLARSHIP PROGRAM (PH INTERNACIONAL, რომელიც ითვალისწინებს ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლას. სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა ის, რომ ინგლისურში არცერთი სარეპეტიტორო საათით არ უსარგებლია და პირდაპირ ეროვნულ გამოცდაზე მოისმინა საგამოცდო საკითხები და მიიღო ინგლისურის ქულა 70-დან 67. წელს ჩააბარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე. დაფინანსებაზე ინფორმაცია ასეთია: ამერიკის სავაჭრო პალატამ – American Camber Of Commerce In Georgia და მაკლეინის ასოციაციამ ბავშვებისთვის – mac georgia წელს ჩაუშვა პირველად ერთობლივი პროექტი -Sholarship For Students, რომელიც ითვალისწინებს პირველკურსელების სწავლის ხელშეწყობის პროგრამას.
როგორც ნიკოლოზის დედამ, ნათია ნინიძემ გამომცემლობა “ალიონს” უთხრა, ნიკოლოზმა გაიარა ბევრი საფეხური, ასევე სპეციალური კომისიაც, სადაც შეხვედრისას ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული უშუალოდ ნიკასთან, რაზეც ძალიან გულწრფელი და მიზანდასახული პასუხები ჰქონდა მას. ზუსტად არ შემიძლია ვთქვა რა კრიტერიუმებით მოხდა სტუდენტების არჩევა, თუმცა ნიკუშა ამ პროგრამის სტიპენდიანტი გახდა, რის ფარგლებშიც დაუფინანსდა სწავლის გადასახადი 100%-ით 4 წლით და მიიღო ერთჯერადი დამატებითი სტიპენდია 2625 ლარი. ასევე ბენეფიტად კიდევ უამრავი სამომავლო პერსპექტივაც გველოდება, რადგან ნიკა უკვე ამ ორგანიზაციების ოფიციალური ბენეფიციარია.