ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და თავისუფელი უნივერსიტეტის სტუდენტი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა.
„ეს არის EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელი. რომელშიც გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანობ თავიანთი საზოგადოების განვითარებაში ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობით“, – გვითხრა საბა მახარაძემ
რა გეგმები აქვს “ახალგაზრდა ელჩს” და როგორ ფიქრობს ქვეყნის წარმოჩენას დაგეგმილ შეხვედრებში, საბა მახარაძე გვპასუხობს:
„მე.ვაპირებ როგორც ქვეყნის, ასევე, ჩემი ქალაქის (ოზურგეთის) მაქსიმალურ ჩაბმას ევროპული განვითარების გზაზე და აქ მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობას.
რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, შევეცდები, ევროკავშირის ისეთ პროექტებში ჩავერთო, რომელშიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რათა საქართველოზე მეტი ინფორმაცია მივაწვდინო მათ და ქვეყნის სახელის პოპულარიზებას შევუწყო ხელი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს საბა მახარაძემ.
ავტორი