ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთელი მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი იური ლომაძე ( ბერძნულ – რომაული სტილი) მსოფლიოს პირველი მოჭიდავის ტიტულისთვის იბრძოლებს.
იური ლომაძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა (მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები).
იური ლომაძესთან ერთად ბელგრადში, მსოფლიო პირველობაზე 9 ქართველი იჭიდავებს. ჩემპიონატი 10 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: 60 კგ – ფრიდონ აბულაძე; 63 კგ – ლერი აბულაძე; 67 კგ – ჯონი ხეცურიანი; 72 კგ – შმაგი ბოლქვაძე; 77 კგ – იური ლომაძე; 82 კგ – გელა ბოლქვაძე; 87 კგ – რობერტ კობლიაშვილი; 97 კგ – გიორგი მელია; 130 კგ – იაკობ ქაჯაია;
საქართველოს ნაკრები წინასაშეჯიბრო დასკვნით შეკრებას ორ დღეში დაასრულებს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით ოზურგეთელ იური ლომაძეს!