ოზურგეთელი სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატიდან შინ 5 მედლით დაბრუნდნენ.
16, 17, 18 დეკემბერს ქუთაისში K – 1 კიკბოქსინგში 6 წლიდან – 17 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართბელოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბოქსისა და კიკბოქსინგის სექციის ( ურეკი) სპორტსმენებმა და შინ 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო და 4 ვერცხლი წამოიღეს.
I ადგილი ფრიდონ ჩხარტიშვილი 48 კგ 12 წლის, II ადგილი ჯაბა ლომთაძე 20 კგ 7 წლის, დავით ღონღაძე 24 კგ 7 წლის, ელენე ბუცხრიკიძე 50 კგ 16 წლის, გიორგი მგელაძე 70 კგ 17 წლის.
გუნდი ასპარეზობისთვის დავით სარიშვილმა მოამზადა.