წალენჯიხაში, ტაეკვონდოში ღია პირველობა გაიმართა.
აღმოსავლურ ორთაბრძოლაში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს საუკეთესო 110-მა სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს ოზურგეთისა და ურეკის სექციის სპორტსმენები. 10 წლის ფრიდონ ჩხარტიშვილმა, ურეკიდან ( 42 კგ ) III ადგილი აიღო. 12 წლის ნია გურასაშვილმა ( 42 კგ ) III ადგილი ( ოზურგეთი), 11 წლის ლუკა გურასაშვილმა ( 35 კგ ) III ადგილი ( ოზურგეთი).
ასპარეზობა, 16 წლის ასაკის მოზარდებში ჩატარდა.
დასანანი გახლავთ ის, რომ ფინალში გადასასვლელი ორივე ბრძოლა ურეკელმა და ოზურგეთელმა სპორტსმენებმა, მხოლოდ გაფრთხილებით წაააგეს. შეჯიბრისთვის სპორტსმენები ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს.
ავტორი