ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანსამბლ „ორბი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი კირილე ყალიჩავა გუშინ დააკავეს. ქორეოგრაფი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადვოკატ პეტრე სალუქვაძის თქმით, კირილე ყალიჩავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი მოსწავლის დედის 112-ზე განხორციელებული შეტყობინება გახდა
„სავარაუდოდ ამ მუხლით წარუდგენენ ბრალს. ხვალ ან ზეგ უნდა გაიმართოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა“ – გვითხრა პეტრე სალუქვაძემ.
სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ცეკვის მასწავლებლის მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებს, მეორე ნაწილი ბავშვის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.



































































