ოზურგეთელი ლუკა წიტაიშვილი საახალწლოდ ნაძვის ხის სათამაშოებს ამზადებს და შემოსული თანხით ასაკოვანი ადამიანებისთვის ტკბილეულის ყიდვას აპირებს.
ლუკა წიტაიშვილის მსგავსი აქტივობა ერთჯერადი არ არის. მან წლების წინ ოზურგეთში ე.წ. ჭადრების პარკში იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესაჭიროებოდა დახმარება, პატარა ჯიხური დადგა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები ტოვებდნენ ტანსაცმელს და სხვადასხვა პროდუქტებს.
ლუკა ასევე თავის მოყვანილ ყვავილებს და მცენარეების ნერგსაც ყიდდა, რომ ადამიანებისთვის დახმარება გაეწია.
“ ყოველთვის ვცდილობ, რაღაცნაირად დავეხმარო ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აუცილებლად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ამჟამად, ტექნო პარკმა მომცა საშუალება დამემზადებინა საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები.. მინდა გავყიდო ეს სათამაშოები და შემოსული თანხის ნაწილით, თუნდაც ერთ მარტოხელა მოხუცს შევუძინო ტკბილეული საახალწლოდ…“ – გვითხრა ლუკა წიტაიშვილმა.
ლუკა სწავლობდა ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში. ამჟამად სწავლობს ოზურგეთის კოლეჯ “ჰორიზონტში“, ბაღის დიზაინერის ფაკულტეტზე.
ვისაც დაინტერესდებით საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის https://www.facebook.com/profile.php?id=100077966554926 ეს ლინკი მათვის არის.
ავტორი