საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, მკლავჭიდში, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა.
მათ შეჯიბრი ძალიან კარგად წარმართეს და შედეგიც კარგი აჩვენეს.
საბოლოოდ სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს.
ასპარეზობა მარცხენა მკლავით ჩატარდა.
პირველი ადგილი გიორგი წიტაიშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილზე დაჩი ჩხაიძე გავიდა. მესამე ადგილი კი ილია ჟვანიამ დაისაკუთრა.
ავტორი