თბილისში ფარიკაობაში, კადეტთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ფარიკაობის სექციის სპორტსმენმა ალექსანდრე თოიძემ მიიღო.
ალექსანდრე თოიძემ 2010 წელს დაბადებულთა შორის იასპარეზა და შინ ბრინჯაოს მედალი წამოიღო.
ალექსანდრე თოიძე ასპარეზობისთვის მწვრთნელმა მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა.
ავტორი