ჭიათურაში უმცროს ჭაბუკებს შორის ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში რეპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 18 მედალი მათ შორის 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო წამოიღეს.
სხვადასხვა წონით კატეგორიებში პირველი ადგილი გიორგი ივანაძემ (26კგ), რომანოზ თოიძემ (35კგ), აჩი ასანიძემ (23კგ) და საბა ჭელიძემ (62კგ) მოიპოვეს.
ვერცხლის მედალს დაეუფლნენ ზურა ურუშაძე (23 კგ), საბა სუთუძე (95კგ), გიორგი ჩხარტიშვილი -( 48 კგ).
რაც შეეხება ტურნირიდან წამოღებულ 11 ბრინჯაოს, ისინი მოიპოვეს, მალახაზი კეკელიძე (57 კგ), მათე ჩაფიჩაძე ( 44კგ),
გიორგი მათითაიშვილი (48 კგ), საბა ლომინაძე (92 კგ), ერეკლე კვაჭანტირაძე -(92 კგ), ლუკა თოხაძე (38 კგ), ნიკა თოხაძე ( 35 კგ), საბა მიკაძე (44 კგ),
ემზარ სიხარულიძე ( 52 კგ), ვასო ლომჯარია ( 65 კგ), გოჩა ქათამაძე (48 კგ).
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.




































































