დღეს, ოზურგეთელმა ქალბატონმა (გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრები) ლელა გიორგაძემ, ქალაქის ტერიტორიაზე ფული იპოვა.
_ოზურგეთის თეატრის გასწვრივ მოვდიოდი. ექიმთან ვიყავი მისასვლელი. უცებ დავინახე ასფალტზე დაგდებული საფულე. შიგ ფული ჩანდა, გადმოყრილიც იყო. სასწრაფოდ ავიღე და პოლიციაში გავქანდი. როგორც კ ი დავინახე, ჩემი თავი წარმოვიდგინე, რომ დამკარგვოდა… არც ვიცი, რამდენი იყო…_ გვეუბნება ქალბატონი ლელა.
მისგანვე გავიგეთ, რომ ფულის პატრონი იპოვეს. ის სოფელ თხინვალის მცხოვრები დოდო ცერცვაძე აღმოჩნდა.
ლელა გიორგაძე უსაზღვრო სიხარულის ემოციით იყო სავსე იმის გამო, რომ ფულის პატრონი იპოვეს.
უზომო მადლიერების გრძნობა და იმედი ეუფლება ადამიანს, როცა საზოგადოებას ასეთი შვილები ჰყავს.
ლელა გიორგაძემ დღეს ერთ ოჯახს უსაზღვრო სიხარული არგუნა, სრულიად საზოგადოებას კი ადამიანობის, წესიერების, პატიოსნების დიდი მაგალითი აჩვენა.
ავტორი






























































