ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯსნსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის მოჭიდავემ, საქართველოს ნაკრების წევრმა, საბა მამალაძემ პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის 82 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
პირადი მწვრთნელები: უჩა მჟავანაძე, გურამ მაჭარაშვილი. ჯამში საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში! საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ და მწვრთნელებმა: მიხეილ მელუამ და მარად სურმანიძემ ჩაიყვანეს. ექიმ-რეაბილიტოლოგი – გიორგი მურცხვალაძე.
ავტორი