ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტები , ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბნენ, საზოგადოების წარმომად გენლ ებთან ერთად.
მიწვეული იყვნენ ჟურნალისტები.
სამოქალაქო აქტივისტმა კუკა ბარამიძემ ისაუბრა ალტ-ინფოს მიერ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებების შესახებ.
_ჩვენ კონკრეტული პირის წინააღმდეგ, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას მივმართავთ. მოვითხოვთ, მოიკვლიონ მასალები, რომელიც მუქარას შეიცავს. ალტ-ინფოს წარმომადგენლები სოციალური ქსელის მეშვეობით იმუქრებიან, _ თქვა მან.
აქტივისტემა განაცხადეს, რომ ყველა ეს მუქარა არის საფრთხის შემცველი. რომ ისინი განცხადებებთან ერთად, იარაღის ფოტოებს დებენ სოცქსელში და ღიად იმუქრებიან.