ოზურგეთელი ცხენოსანი თორნიკე თოდრია საქართველოს პირველობიდან სამი მედლით დაბრუნდა,_ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში სამტრედიაში გაიმართა, რომელიც ტრადიციულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული საცხენოსნო სექციის ცხენოსანმა თორნიკე თოდრიამ მიიღო.
ოზურგეთელმა ცხენოსანმა 2000 მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი, ხოლო 1600 და 1200 მეტრიან დიდტანციებზე მესამე ადგილი აიღო და შინ ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღო.