ამ ეტაპზე ქალაქ ოზურგეთში, ნოტარიუსის ოფისი აღარ ფუნქციონირებს _ აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ნოტარიუსი მუშაობდა.
„13 იანვარს, საკუთარი განცხადების საფუძველზე აღარ ვმუშაობ. როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში ოზურგეთში ახალი ნოტარიუსის დაინიშნება“, _ გვითხრა ყოფილმა ნოტარიუსმა, მაგდა როყვამ.
ზუსტი მიზეზი იმისა, რატომ დატოვა სამსახური მაგდა როყვამ, ცნობილი არ არის.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ნოტარიუსებს დატვირთული და მძიმე სამუშაო გრაფიკი აქვს. და ამ ფონზე ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში თითო-თითო ნოტარიუსი მუშაობდა, ახლა კი ოზურგეთი ამ მომსახურების გარეშეა დარჩენილი.
„გურია ნიუსისთვის“, ასევე, ხდება ცნობილი, რომ ნოტარიუსები ნაკლებად გადიან სასერტიფიკაციო გამოცდებს და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ გურიაში მათი რიცხვი აუცილებელ მინიმუმზე ნაკლებია.
































































