ოზურგეთში ღვაწლმოსილი ექიმი, რუსუდან ურუშაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “მედალფას” დირექტორი, დათო მდინარაძე აქვეყნებს.
“სამწუხარო დღეა ოზურგეთის კლინიკა „მედალფასთვის“. კლინიკის თანამშრომლები დიდ გულისტკივილს გამოხატავენ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგის, ღვაწლმოსილი ექიმის და გულითადი კოლეგის, ჩვენი მეგობრის ქალბატონ რუსუდან ურუშაძის გარდაცვალების გამო.თანავუგრძნობთ მის ოჯახს,კოლეგებს და მუნიციპალიტეტის საზოგადოებას”,_ წერს კლინიკა “მედალფას” დირექტორი დათო მდინარაძე.


































































