5-6-7 აპრილს, ოზურგეთში, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, ტარდება საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მასში 160-ზე მეტი 20 წლამდე ასაკის სპორტსმენი მონაწილეობს.
6 აპრილს უკვე გამოვლინდნენ ფინალისტები და ასევე ვერცხლის მედლისთვის მებრძოლი ფალავნები.
დღეს, 7 აპრილს კი ფინალში იჭიდავებენ ოზურგეთელი სპორტსმენები :
ლუკა ჯავახაძე – 55კგ
ნიკოლოზ შიუკაშვილი – 87კგ
მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე
ნიკოლოზ ღლონტი – 72 კგ
მწვრთნელი – გურამ მაჭარაშვილი
მესამე საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებენ :
ავთადილ მამალაძე – 60 კგ
მამუკა დოლიძე – 87 კგ
მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე
რამაზ ხმალაძე – 63
მწვრთნელი – ლაშა გუჯაბიძე
პირველი ადგილისთვის მებრძოლი, 19 წლის ნიკა ღლონტი სოფელ ჭანიეთის მკვიდრია და დღეს, 7 აპრილს, მას განსაკუთრებით გულშემატკივრობს თავისი სოფელი!
_თუ ჩემპიონები გახდებიან, სამივე ადგილზე გასული სპორტსმენები უკვე ჩაირიცხებიან საქართველოს ნაკრებში. პირველ ადგილზე გასულს ის უპირატესობა აქვს, რომ ევროპის პირველობაზე იჭიდავებს. ღმერთით, იქნება ეს გამარჯვებაც, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი, რომლის აღზრდილია მანუჩარ კვირლველია და მრავალი სხვა, ვინც საქართველოს დიდება მოუტანა სპორტულ სარბიელზე.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს და განსაკუთრებით გულშემატკივრობს ოზურგეთელ სპორტსმენებს!
ავტორი