მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
მგზავრების თქმით, თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას.
„გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“– ეუბნება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი.
ჯერჯერობით მომხდარის შესახებ “საქართველოს რკინიზგას” ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
































































