ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ზურა ხაბეიშვილმა ქართულის ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან 60-იდან 57 ქულა აიღო.
“სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვაპირებ ეკონომიკის ფაკულტეტზე“ – გვითხრა ზურა ხაბეიშვილმა.
“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი ჩხარტიშვილმა 55 ქულა აიღო. გიორგი უმაღლესი განათლების მისაღებად ივანე ჯავახიშვილის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დარეგისტრირდა.
ავტორი