დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ღირებულება „ბერძნულას“ და „გულშიშველას“ (ასევე, ნარევის) ორნაირ ფასად დაყვეს.
ერთი კილოგრამი „ბერძნულა“ 2,80 ლარი ღირს. ანუ იმდენი, რამდენიც სულ ახლახან „გულშიშველა“ ღირდა.
გულშიშველას კი ერთ კილოგრამს 2,50 ლარად იბარებენ.
„კომენტარი ზედმეტია იმაზე, რომ ეს ცვლილება ხარისხმა გამოიწვია. ეს არის მარად მოუგვარებელი „თხილის მაფიის“ მუშაობის „ ლეგენდარული პრინციპი,“ – ირონიულად ხუმრობენ გურულები დილიდანვე.
_ რა უჭირთ, რაკი თხილის ფასის დაყოფაც დაიწყო, მალე შტირებსაც იშიშვლებენ და გამოღადრავენ ტომრებს. მერე ყველაფერს გლეხს და ნებისმიერ მეურნეს დააბრალებენ. აქაოდა, უხარისხო თხილი მოაქვთო. კი, მაგრამ თუ თავად უხარისხო, დამპალ ვაშლსა და სხვა პროდუქტს არ იყიდიან ბაზარში, თხილს რატომ აბარებენ უხარისხოს? ან ხარისხიანის ფასი რატომ უტოლდება უხარისხოს ფასს? _ამ მარადიულ კითხვებს სეზონზე ყოველდღიურად სვამენ გურული მეურნეები, თუმცა, უშედეგოდ.
ავტორი