გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, რამდენიმე დღეა, ბაზარში, სხვადასხვა დახლებზე მანდარინი გამოჩნდა.
ერთი კილოგრამის ფასი, ხარისხის შესაბამისად, 1 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს.
_ეს საადრეო ჯიშის მანდარინია. მასობრივად ჯერ შემოსული არ რის. ძალიან ცუდი ამინდებია და ხელს უშლის ციტრუსოვანთა დამწიფებას. იმედია, დედაბუნება არ გაგვწირავს. ხალხისთვის ეს პურის ფულია და ყველა იმედით ელის საყოველთაო კრეფის დაწყებას, – გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა, ციტრუსოვანთა პლანტაციის მფლობელმა მზია ღლონტმა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წელს მსხმოიარობით არ გამოირჩევა მანდარინის ბაღები. მოსავალი ყველგან ერთნაირი არ იქნება.
_ახლა, მთავარია, ამინდმა გაგვიმართლოს. გამუდმებიტ წვიმს. კლიმატი ისეა შეცვლილი, პროგნოზსაც ვერ ენდობი, _ ამბობენ გურული მეციტრუსეები.
ავტორი