ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წლის ოზურგეთის ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.
აქამდე ბიუჯეტის განხილვა კომისიებში მიმდინარეობდა.
საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიების ერთობლივ სხდომაზე მსჯელობისას, მრავალ კითხვას უპასუხეს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა. უკვე ცნობილია პრიორიტეტები და პარამეტრები. საკრებულოს წევრებმა შეიმუშავეს დადებითი დასკვნა.
_ოზურგეთის ბიუჯეტი 2025 წელს იქნება 43 მილიონ 400 ათასი ლარი. ის განსაზღვრულია შვიდი პრიორიტეტით და როგორც ყოველთვის, პირველი აქედან იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულება, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საბიუჯეტო განყოფილების გამგემ, გია ცაგანავამ.
წლის ბოლო საკრებულოს სხდომა 25 დეკემბერს შედგება და ვრცლად გიამბობთ 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ.
ავტორი
ავტორი