ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი (ა) იპ-შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის-,,თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრების” სამ ნომინაციაში დასახელდა.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი (არა უმეტეს 30 წლის ასაკისა) –
ციცი ბუცხრიკიძე გახდა- თინა, დ. თავაძის „დედაომი“,ალ. წუწუნავას სახ. ოზურგეთის სახ. პროფესიულ დრამატული თეატრი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი.
თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრი – ნიკა საბაშვილი – „რესპუბლიკა გურია“ რეჟისორი ნიკა საბაშვილი ალ. წუწუნავას სახ. ოზურგეთის სახ. პროფესიულ დრამატული თეატრი.
თეატრალური სეზონის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტი და ა.შ) ნაშრომი- მაკა ვასაძე რეცენზიისთვის დ. თავაძის „დედაომი“,ალ. წუწუნავას სახ. ოზურგეთის სახ. პროფესიული თეატრი , რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი.
ინფორმაციისთვის, ჟიურის სხდომას ესწრებოდა: ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობა – გიორგი ყაჯრიშვილი (თავმჯდომარე); თამთა ქაჯაია (მდივანი); დავით ბუხრიკიძე; სოფიკო ნადიბაიძე; ნუცა კორინთელი.
როგორც ცნობილია, ისინი იმყოფებდნენ სპექტაკლებზე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.