„ეტალონის“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალისტია სსიპ-ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის X-1 კლასის მოსწავლე, მათე ქინქლაძე, _ ინფორმაცია სკოლის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
“პირველ ხუთეულში მოხვდნენ ჩვენი სკოლის შემდეგი მოსწავლეები: ვანო ეფრიკიანი (X-1 კლასი), ნიკოლოზ ბარამიძე(X-2 კლასი), გიგი მჟავანაძე (X-2 კლასი) და ვახტანგ ჩხაიძე(X-2 კლასი).
ასევე, მეეცხრე ადგილი დაიკავა X-1 კლასის მოსწავლემ, რეზი დათუნაშვილმა.
გილოცავთ, ბიჭებო! თქვენ, ჩვენი სკოლის სიამაყე ხართ!” _ ნათქვამის ინფორმაციაში.