სიკვდილ-სიცოცხლის სამართალი ისეთია, კარგსა და გამორჩეულსაც არ ინდობს.
ჩვენი სკოლა ემშვიდობება და მარადისობის გზაზე აცილებს ქალბატონ ზაირა გოგიბერიძეს, ათეულობით თაობის აღმზრდელს, ღირსეულს, სკოლისა და მოსწავლეებისთვის თავდადებულს.
რამდენმა ბავშვმა ისწავლა მისგან ” აი ია”! რამდენმა შეიყვარა წიგნი, სკოლა, სამშობლო! მან ხომ არ იცოდა, რას ნიშნავს დაღლა, უკან დახევა, სირთულეებზე თვალის მოხუჭვა.პირიქით, ის მაგალითი იყო ყოველი ჩვენგანისათვის; მაგალითი პედაგოგიური სინდისის, პასუხისმგებლობისა, კოლეგიალობისა.
მადლობას გიხდით, ძვირფასო ზაირა მასწავლებელო, ამ წლებისთვის, მუხლჩაუხრელი შრომისთვის, თქვენს საყვარელ სკოლაში მრავალწლიანი ღვაწლისა და ჯაფისათვის. უფალს ებარებოდეთ. ნათელი თქვენს სულს! სამარადისო ხსოვნა თქვენს სახელს. _ წერია ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.