სტიქიასთან დაკავშირებით ოზურგეთში ამოქმედდა ცხელი ხაზი. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
“ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ წუთებში მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად.
ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ასევე, გვაცნობოთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 577 601 304” _ ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.