დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
საკრებულომ ოზურგეთის მერს ავთანდილ თალაკვაძეს თანხმობა მისცა ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის ნაგავშემკრები ავტომანქანის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. საკითხი საკრებულოში მერიიდან ეკონომიკის სამსახურიდან შემოვიდა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, ამ ტექნიკის გადაცემით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ხელი არ შეეშლება ტერიტორიების დასუფთავებაში.
































































