ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის პირველი პირების და თანამშრომლების ხელფასები იზრდება. ამ საკითხზე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი (დარიცხული) 7200 ლარი იქნება, პირველი მოადგილის _ 5600 ლარი, მერის დანარჩენი მოადგილეების _ 5120-5120 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხელფასის სახით (დარიცხული) 6500 ლარს მიიღებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე _ 4960 ლარს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე _ 4320 ლარს, კომისიის თავმჯდომარე _ 3 680 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარე კი _ 3680 ლარს.


































































