ოზურგეთის მერის თანაშემწეს, არჩილ ყაზაიშვილს, რომელიც ორი დღის წინ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, წინასაპატიმრო გირაო შეეფარდა.
გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვრა. დაკავებული ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყაზაიშვილი ციხეს აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.