ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დედის დღე მიულოცა საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, _ ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„3 მარტი – დედის დღე მივულოცე საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, ქალბატონ ციური წერეთელს, ვისთვისაც ეს დღე, ერთდროულად, დიდი სიამაყის და დიდი გულისტკივილის დღეც არის. საუბრისას მან მითხრა, რომ ვუყურებ ამ ომს უკრაინაში, თავიდან განვიცდი ყველაფერსო“, – წერს ავთანდილ თალაკვაძე.
(R)