ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად, მერის წარმომადგენლებსაც შეუწყდათ უფლებამოსილება. 30 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების, ასევე მათი თანაშემწეების პოზიციები ვაკანტური გახდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და 13 ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულია მერის წარმომადგენლები და მათთან უკვე გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 13 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლები: დაბა ურეკის ადმინისტრაციული ერთეული – დავით რობაქიძე; გურიანთის ადმინისტრაციული ერთეული – გია ფასიეშვილი; კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეული – დავით თოიძე; მაკვანეთის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი ბაბილოძე; მერიის ადმინისტრაციული ერთეული – გრიგოლ კოსტავა; მთისპირის ადმინისტრაციული ერთეული – ვლადიმერ ჩავლეშვილი; ნატანების ადმინისტრაციული ერთეული – ვალერიან ვაჩეიშვილი;სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციული ერთეული – ბადრი თავდუმაძე; შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეული – თამაზ ბურჭულაძე; ცხემლისხიდის ადმინისტრაციული ერთეული – გრიგოლ ძიძიშვილი;ჭანიეთის ადმინისტრაციული ერთეული – ზაზა სალუქვაძე ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეული – მიხეილ ებრალიძე; ვაკიჯვარის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი მდინარაძე.
[sexy_author_bio]