დღეს, 29 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს შორის მნიშვნელოვანი იყო, ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
საკითხის: „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საფინანსო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი გაიზარდა 45 439259,23 ლარით. მათ შორის არის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთი, 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით _ 5170163,96 ლარი. საკუთარი ნაშთი 4 364806,31 ლარი. მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი 19347,31 ლარი…
მან ჩამოთვალა ასევე დანარჩენი ნაშთების სახელდობრივი სია.
საბოლოოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი, გასახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, 93 509,3 ათასი ლარით განისაზღვრა.
ოზურგეთის საკრებულომ დადგენილებით წარმოდგენილი ეს საკითხი დაამტკიცა.
ავტორი





































































