ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ბრიფინგი გამართა.
“როდესაც არამიზობრივად ხარჯავს ფულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის შენობაში საგანგაშო მდგომარეობა. მაგალითად, დროზე არის მისახედი სოფელ გურიანთში, მერიაში, კონჭკათში მდებარე საბავშვო ბაღების შენობები. რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი იშვიათად არის ოზურგეთში, ამიტომ ბრიფინგის სახით ვეუბნები, რომ დროულად მიხედოს ამ საკითხს და დროულად დაიწყონ პრობლემების მოგვარება.- თქვა ბრიფინგზე თათია ნიკოლაიშვილმა.
ბაღების საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც იყო საუბარი. მედიასთან საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ თქვა, რომ ნაცმოძრაობის წევრებმა დაიწყეს “იდეების ქურდობა”.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბიშვილმა დაანონსა, რომ საქართველოს მაშტაბით იწყება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობები. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ სოფელ წელს დაიწყება გურიანთაში მერიაში, შრომაში და ქალაქ ოზურგეთის #8 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა. ” -თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ავტორი