საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად, დაგეგმარებისა და ანალიზის რეგიონული სამმართველო განთავსდა. მოეწყო ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად ადაპტირებული და მორგებულია მათ საჭიროებებზე. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved