ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლებს 2024 წელს 102 ოქროს მედალოსანი ჰყავს, რომელთაგან 14-მა 100%-იანი, ხოლო 11-მა 70%-იანი გრანტი მიიღეს. მათ ჯილდოთ 3000 და 1000 ლარი გადაეცათ. გრანტის მფლობელი მედალოსნები დამატებით 500 და 400 ლარს მიიღებენ. ასევე, 300 ლარი გადაეცათ მათ, ვინც სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვეს, თუმცა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს.
ტრადიციულად დაჯილდოვდნენ სკოლებიც, რომლებიც თითოეულ 100%-იანი გრანტის მფლობელ მოსწავლეზე 1500 ლარს მიიღებენ. დაჯილდოების ცერემონიალს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved