საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ.
აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში აშენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატანების ორ უბანში: ნარუჯასა და წითელ სხივში. მიმდინარე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved