ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ , სამი დღის განმავლობაში ორჯერ დააჯარიმა.
პირველად 1500 ლარით და დღეს კი _ 3000 ლარით.
„კანონის მიმართ პასუხისგებლობა ერთნაირად მოგვეთხოვება. თუ მათ გვერდით ოფისში ნოტარიურის დავაჯარიმეთ არაკანონიერი ქმედებისთვის, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ არ უნდა დაგვეჯარიმებინა? თუ სურვილი აქვთ და უსამართლობად მიაჩნიათ ჩვენი ქმედება ამ ქვეყანას აქვს სასამართლო და მიმართონ“ -გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გენო კიშინსკიმ.
_ჩვენთან სუბარში სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ მათ აქვთ უფლება თავიანთი ოფისის აივანზე გამოფინონ ბანერები. თქვენ კი ამბობთ, რომ კანონდარღვევაა.
„ჩვენ გვაქვს საქმეები და კომენტარების გასაკეთებლად არ გვაქვს დრო. როგორც გითხარით, თუ აქვთ სურვილი შეუძლიან მიმართონ სასამართლოს,” _ თქვა გენო კიშინსკიმ.
პ.ს.”თავისუფლებებისთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო მიქაძემ გენო კიშინსკის სოციალურ ქსელში უპასუხა:აპრილში, ზედამხედველობის სამსახურს ვაცნობე სამართალდარღვევის შესახებ, რომელსაც რეაგირება, რა თქმა უნდა, არ მოჰყოლია. მეტიც, სამსახურის უფროსმა, რომელმაც დღეს ბრძანა, რომ მათ ბევრი საქმე აქვთ და კომენტარს ჩვენს დაჯარიმებსთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს, მითხრა, რომ ის იყო სამსახურის უფროსი და “მსგავსი ტიპის” საქმეებზე ვერ ირბენდა, მასეთებზე წლების წინ დავრბოდიო :)) ასეთი სამართალია ჩვენს ქვეყანაში.” – წერს თაკო მიქაძე.