27 დეკემბერს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საახალწლო კონცერტი გამართეს. წინასაახალწლო ღონისძიება ბახვი ჰესის მხარდაჭერით ჩატარდა და ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ „ადაპტი თანასწორობისა და განვითარების დღის ცენტრისა“ და შშმ პირთა „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ ბენეფიციარებისთვის იყო განკუთვნილი.
ღონისძიება ფოლკლორის ცენტრის პროექტ „ვუმღეროთ თანატოლებს“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა 170-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის 90-მდე შშმ პირი იყო. „ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი „ვუმღეროთ თანატოლებს“. წლის განმავლობაში რამდენიმე კონცერტს ვმართავთ ხოლმე. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ ამ ახალ წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გაგვეხარებინა და ჩვენმა მოსწავლეებმა სპეციალურად მათთვის წინასაახალწლო კონცერტი გამართეს. მინდა, მადლობა გადავუხადო „ბახვი ჰესს“, რომელმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ამ დღის გალამაზებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. როგორც ჩვენი მოსწავლეებისთვის, ასევე კონცერტის მონაწილე თითოეული პირისთვის ეს დღე დაუვიწყარი იყო“, – განაცხადა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთო სურგულაძემ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved