ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ბესო ქათამაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, შეკვეთულში ბესო ქათამაძემ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ წარწერა _ “თავისუფლება მიშას“ გააკეთა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც მსგავსი ფაქტის გამო სამართალდამრღვევად ცნო მოსამართლე კაპანაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ბესო ქათამაძე, დავით მჟავანაძე და თათია ნიკოლაიშვილი.
სამივე მათგანს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მოსამართლემ.
შეგახსენებთ, რომ ნაცმოძრაობის წევრებმა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გამოფინეს ბანერი წარწერით _ “თავისუფლება მიშას.“
[sexy_author_bio]