უამინდობის გამო აღსაზრდელების ნაწილი არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არ მივიდა.
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია “გურია ნიუსთან” აღსაზრდელების დაბალი დასწრების შესახებ საუბრობს.
“ეს ორი დღეა დასწრება ძალიან დაბალია. 2116 აღსაზრდელიდან 404 ბავშვი გამოცხადდა. არის საბავშვო ბაღები, სადაც დღეს აღსაზრდელები საერთოდ არ გამოცხადდნენ. ეს ბაღები არის ანასეულში, ნატანებში, ზემო ნატანებში, ვაკიჯვარში, მთისპირში და ძიმითში. ალბათ, უამინდობას უკავშირდება. ვირუსული ინფექციებიც არის, მაგრამ გაუარესებულ ამინდთან დაკავშირებით გამოცხადება ყოველთვის დაბალია,_ გვითხრა მაკა ჭყონიამ.
ავტორი