ოზურგეთის საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა.
“გუშინ სრულად დისტანცირებულ სწავლაზე გადავყვანეთ კიდევ სამი სკოლა. ეს არის მეორე საჯარო სკოლა და ბაილეთის საჯარო სკოლა, რომლებიც 12 დღის განმავლობაში იქნება ელექტრონულ სწავლებაზე გადაყვანილი და ასევე ბოხვაურის საჯარო სკოლა, ბავშვთა ტრანსპორტირებას ვინც ახორციელებს, იმ მძღოლის დაინფიცირების გამო პროფილაქტიკის მიზნით ერთი კვირით არის გადაყვანილი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. 12 სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვა დაწესებული და 4 საჯარო სკოლაა სრულად ელექტრონულ სწავლებაზე გადაყვანილი. ჩვენი ბოლო ინფორმაციით, 10 პედაგოგს და 1 მძღოლს დაუდასტურდა ინფიცირება. ინფიცირებულია 13 მოსწავლე.
10 საბავშვო ბაღი დახურულია. ინფიცირების 17 შემთხვევაა პერსონალში და 20 ბავშვთა კონტიგენში”,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
[sexy_author_bio]